Saturday, March 15, 2014

მცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia), ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებსლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წტალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტების ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტებისქვესამეფოში.
მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქსესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).
ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჰრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.
ერთუჯრედიან მცენარეებს აქვთ როგორც საერთოდ უჯრედისათვის დამახასიათებელი ორგანოიდები, ისე სპეციფიკური სტრუქტურებიც (ქრომატოფორი, თავისებურად აგებული გარსი, კარგად გამოხატული ვაკუოლები და სხვა), რაც მათ ეჭვმიუტანლად განასხვავებს ცხოველური ორგანიზმებისაგან.
მცენარეებისთვის დამახასიათებელ საერთო თავისებურებას წარმოადგენს ფოროსინთეზი. სხვა ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ ზრდას, განვითარებას, ცხოვრების ნირს და სხვა, მცენრეულ სამყაროში არაერთგვაროვანია. მცენარეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური თავისებურებაა სხეულის ძლიერი დანაწევრება, რაც მათი ზედაპირის დიდ გაზრდას იწვევს. ეს დაკავშირებულია კვების თავისებურებებთან — ატმოსფეროდან აირისა და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილების შთანთქმასთან. უმაღლეს მცენარეებში (ხავსებიგვიმრანაირებიშიშველთესლოვნებიფარულთესლოვნები) სხეულის დანაწევრებისა და დიფერენცირების შედეგია სპეციალიზებული სტრუქტურებისა და ორგანოების (ფესვიღეროფოთოლი და სხვა) გამომუშავება. უმაღლესი მცენარეების განვითარების თავისებურებას შეადგენს უსქესო და სქესიანი თაობების მონაცვლეობა.
მცენარეების გარეგან და შინაგან აგებულებას, მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, გამრავლებას, გავრცელებას, ისტორიულ განვითარების ძირითად ეტაპებს და სხვა შეისწავლის ბოტანიკის სხვადსხვა დარგი.

No comments:

Post a Comment